გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: თამარ ქორიძე (01020009149)
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი საფეხური VI2კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:28.კლასში
არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა:
“ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა”
გაკვეთილის ტიპი:
ინტეგრირებული (ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება)
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთი სასწავლო
საგნის/თემის(მხატვრული ტექსტის შინაარსის გაგება, გაანალიზება-ქართული ენა
დალიტერატურა) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან(ილუსტრაციის
დეტალებზე დაკვირვება, ინფორმაციის ამოცნობა-ხელოვნება) , რაც ხელს შეუწყობს
ცოდნის გამთლიანებასა და საგანთაშორისი კავშირის დამყარებას.
- მოსწავლემ
უნდა შეძლოს ილუსტრაციის როლისა და მნიშვნელობის გაცნობიერება სხვადასხვა
ნაწარმოების შესწავლისას ილუსტრაციის, როგორც კითხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სტრატეგიის გააზრება- დასაბუთება
მხატვრული ნაწარმოების გაგების მიზნით.
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ვიზუალური
ელემენტის (სათაურზე,ილუსტრაციის) დეტალურად გარჩევა, მასში ასახული ინფორმაციის
სწორად ამოცნობა, შედარება და მისი დახმარებით
ტექსტის შინაარსის გააზრებულად წარმოდგენა.
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს მოძიებული
მასალის გაანალიზება-დახარისხება და პრეზენტაციის დროს მისი გარკვევით და ნათლად
გადმოცემა.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი:
ქართ. VI. 1. მოსწავლესაქვსინფორმაციისმიღებისადაგადაცემისათვისაუცილებელიუნარ-ჩვევები.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·
საუბრობსნათლადდაგარკვევითდაპრეზენტაციისასგააზრებულადიყენებსშესაბამისარავერბალურსაშუალებებს;
·
მეტყველების პროცესში თავისუფლად გადმოსცემს სხვის ნათქვამს
პარაფრაზის გამოყენებით.
ქარ. VI. 12.მოსწავლესშეუძლიამედიატექსტებისგაანალიზება;
აქვსმულტიმედიატექსტებზემუშაობისსაწყისიუნარ-ჩვევები.
·
ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
·
წარმოიდგენს და აღწერს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ერთი ეპიზოდის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ
ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების / ნახატი გმირების გარეგნობას, კოსტუმებს,
ქართ. VI. 13. მოსწავლესშეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
·
სხვადასხვა ელემენტის (სათაურის,
აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების)
გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
·
იხსენებს, გამოუყენებია თუ არა
მსგავსი სტრატეგიები სხვა საგნებში საკითხავი
დავალებების შესრულებისას; მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელ საგნებში და/ან რა სახის
ტექსტების წაკითხვისას შეიძლება აღნიშნული სტრატეგიების გამოყენება;
ხელოვნება
ს.გ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური
და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე
დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ
ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
·
ცდილობს ამოიცნოს ჩანაფიქრი სხვათა ნამუშევარში
და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება მათ შესახებ (თანატოლთა, ცნობილ მხატვართა
ნამუშევრები);
ს.გ.VI.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან.
·
ამოიცნობს
სხვადასხვა კულტურის ხელოვნების
ნიმუშებს
ძირითადი მახასიათებლების მიხედვით და მსჯელობს, როგორ აისახა
სოციალური, ისტორიული და
რელიგიური კონტექსტი მათ ვიზუალურ
მხარეზე;
·
ვიზუალური
დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი
ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
·
მსჯელობს
ხელოვნების ნიმუშებში ასახულ ისტორიულ თუ ლიტერატურულ პერსონაჟებზე და საუბრობს მათ
ხასიათზე.
№
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, სასწავლო
მეთოდს, შეფასების რუბრიკას, აღრიცხავს მოსწავლეთა
დასწრებას.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, საკლასო ჟურნალი
|
2წთ
|
2
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება.
მასწავლებელი რამოდენიმე კითხვით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას.
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
1. თქვენი მოსაზრებით, როდის დაიწყო ადამიანმა
მოვლენებისა და ფაქტების სურათებით
წარმოდგენა?
2.რატომ დაიწყო ადამიანმა
ხატვა?
3.როგორ ფიქრობთ, რა უფრო ადრე გაჩნდა, ნახატი თუ დამწერლობა?
4.როგორ ნაწარმოებებში გვხვდება
მეტწილად ნახატები და რატომ?
აქტივობა-ილუსტრაციების
ჩვენება
მინილექცია
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეებმა
უნდა გააცნობიერონ მხატვრობის, როგორც
ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის მნიშვნელობა კაცობრიობის
ცხოვრებაში, რომელიც ჯერ კიდევ პირველყოფილი ეპოქიდან სდევს ადამიანს.
აქტივონბის
აღწერა-მასწავლებელი
მოსწავლეებს Power point-ის საშუალებით
აჩვენებს პირველყოფილი ადამიანებისა და მათი საქმიანობის ამსახველ სურათებს და უხსნის,
რომ ხელოვნება უხსოვარი დროიდან არსებობს. ნახატის მეშვეობით კაცობრიობა თავის არსებობის
ისტორიაში უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა, ადამიანმა ჯერ ხატვა ისწავლა, შემდეგ კი დამწერლობას
დაეუფლა. (სლაიდი-2,3)
აქტივობის
შედეგად-მოსწავლეები გაიგებენ პირველი ილუსტრაციების წარმოშობის
შესახებ, გაიაზრებენ ნახატების დანიშნულებას ადამიანის ცხოვრებაში, რომ მხატვრობა იყო და არის ადამინის
შინაგანი განცდების და ემოციების გარეგანი გამოხატულება.
|
კითხვა-პასუხი.
Power point-პრეზენტაცია
მინილექცია
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
სასკოლო სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა
კომპიუტერი
|
3წთ
5წთ
|
3
|
სიღრმისეილი წვდომა
პროვოცირება
აქტივობა-მაპროვოცირებელი
კითხვა
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსანი“? როგორ დაშლით მას და რაზე
მიანიშნებს „ოსან“ ბოლოსართი?
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პოემის ერთ-ერთ ელემენტზე- სათაურზე დაკვირვება და
მისი გამოყენებით გამოთქვანვარაუდები
ტექსტის მონაკვეთის შინაარსის შესახებ;
ეს აქტივობა ემსახურება ინტერესის გაღვივებას
გაკვეთილის მიმართ.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს „ვეფხისტყაოსნის“
გარეკანს და უსვამს მაპროვოცირებელ კითხვას: როგორ ფიქრობთ,
რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსანი“? როგორ დაშლით მას და რაზე მიანიშნებს „ოსან“ ბოლოსართი?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს, რის შემდეგაც მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
დაასახელონ, სათაურის მიხედვით თუ რა იქნება მთავარი პერსონაჟის განმსაზღვრელი ფიზიკური
მახასითებელი. (სლაიდი-4)
შედეგად:
მოსწავლეებს
შეექმნებათ პირველადი წარმოდგენა პოემის მთავარ პერსონაჟზე, მის დამასხასიათებელ
ნიშნებზე, რაც დაეხმარება მოსწავლეებს შემდეგი აქტივობის განხორციელებაში.
აქტივობა-საშინაო
დავალების გამოკითხვა- „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.
აქტივობის მიზანი-მოსწავლემ უნდა შეძლოს „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შესახებ მოძიებული
მასალის გაანალიზება-დახარისხება და პრეზენტაციის დროს მისი გარკვევით და ნათლად
გადმოცემა.
აქტივობის
აღწერა-მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს წარმოადგინონ მათთვის მიცემული დავალება
„ვეფხისტყაოსნის“ილუსტრაციების შესახებ. მოსწავლეები საუბრობენ, თუ როდის დაიწყო
პოემის დასურათბა, ვინ იყო პირველი მხატვარი, რომელმაც პოემა დაასურათა. ვინ
არიან ის ცნობილი მხატვრები,რომლებმაც დაასურათეს“ვეფხისტყაოსანი“ და უფრო მეტი კულტურული თუ ფასეული ღირებულება
შესძინეს მას.
შედეგად:
მოსწავლეები გაიგებენ მათთვის ახალ ინფორმაციებს, გამოიმუშავებენ პრეზენტაციისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,აქტივობა
დამეხმარება მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალის ტექსტთან დაკავშირებაში.
აქტივობა- ცნობილ მხატვართა მიერ შესრულებული
„ვეფხისტყაოსნის“ილუსტრაციების ჩვენება
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მხატვრობის როლის,მისი ღირებულების განსაზღვრა ნაწარმოების შესწავლისას, „ვეფხისტყაოსნის,“
როგორც მხატვართათვის შინაარსობრივად და საილუსტრაციოდ საინტერესო მასალის გაცნობიერება.
აქტივობის
აღწერა-მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი მასალის
შემდეგ კომპიუტერის საშუალებით აჩვენებს ცნობილ მხატვართა მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს
და მოკლედ განუმარტავს თითოეულის ღირებულებას, რის შემდეგაც სვამს კითხვას: როგორ
ფიქრობთ, რის გამო გახდა პოემა უამრავი მხატვრისთვის საინტერესო სამუშაო მასალა?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და განმარტავენ,რომ პოემა გაჯერებულია
უამრავი საინტერესო ეპოზოდით,რომელიც უბიძგებს მხატვრებს დაასურათონ იგი.(სლაიდი-5-10)
აქტივობის
შედეგად: აღნიშნული აქტიბობა მოსწავლეებს დაეხმარება მათ მიერ
მოძიებული მასალის აღქმასა და გაგებაში., ასევე პოემის მრავალფეროვანი შინაარსობრივი
ღირებულების განსაზღვრაში.
აქტივობა:ტექსტის
ახსნა ილუსტრაციის დახმარებით.
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პოემის ტექსტის გარჩევა, მასში ასახული ინფორმაციის სწორად ამოცნობა, შედარება
ილუსტრაციასთან და მისი დახმარებით ტექსტის
შინაარსის გააზრებულად წარმოდგენა.
აქტივობის აღწერა-მასწავლებელი
ინდივიდუალურად აკითხებს მოსწავლეებს
პოემის ნაწყვეტის ორ-ორ ფრაზას და სთხოვს მათ, შეადარონ ტექსტი ილუსტრაციას და
აღმოაჩინონ ის დეტალები, რომლებიც საერთოა ნაწარმოებსა და სურათზე. (სლაიდი-11)
აქტივობის შედეგად: მოსწავლეები
შეძლებენ ილუსტრაციის, როგორც ტექსტის კითხვის ერთ-ერთი სტრატეგიის
გაცნობიერებას,მისი დახმარებით ნაწარმოების შინაარსის გაგებასა და უკეთ აღქმას.
|
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
პრეზენტაცია
Power point-მინილექცია
Power point
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
დაფა, ფურცელი,ილუსტრაციები.
ფურცლები,კალამი,
კომპიუტერი
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,ილუსტრაცია
|
4წთ
8წთ
4წთ
10წთ
|
4
|
ინფორმაციის შეჯამება,
რეფლექსია
ტექსტებზე მუშაობის შემდეგ მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს შემდეგი კითხვებით:
·
ნაწარმოების შესწავლისას დაგვეხმარა თუ არა ილუსტრაციები და როგორ?
მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, საბოლოოდ
მიდიან დასკვნამდე, რომ ილუსტრაცია გრძნობებისა
და შთაბეჭდილებების გადმოცემის ინდივიდუალური ხედვაა, ამიტომ რათქმა უნდა,
სურათბი გვეხმარებიან ტექსტების გაგებასა და აღქმაში.
შედეგად: მოსწავლეები
მოახდენენ ინტეგრაციას ხელოვნებასა და ქართულში, გაიაზრებენ, რომ თითოეული დარგი
საკუთარი განცდებისა და შეხედულებების გამოხატვის ინდივიდუალური საშუალებაა და
რომ ისინი გვეხმარებიან სხვადასხვა კუთხით განვითარებაში.
შეფასება-განმსაზღვრელი,
განმავითარებელი( სიტყვიერი კომენტარი)
|
კითხვა- პასუხი, მსჯელობა
|
საერთო საკლასო
|
|
5წთ
4წთ
|
5
|
საშინაო დავალება
დავალება: შეადარონ თინათინის გამეფების ილუსტრაცია დატექსტი,
ჩამოწერონ საერთო მახასიათბლები
|
|
საერთო საკლასო
|
|
2წთ
|
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
3-4
არადამაკმაყოფილებელი
|
5-6
დამაკმაყოფილებელი
|
7-8
საშუალო
|
9-10
კარგი
|
სხვადასხვა
ვიზუალური ელემენტის (სათაური ,ილუსტრაციის) დეტალურად გარჩევა, მასში ასახული
ინფორმაციის სწორად ამოცნობა, შედარება და მისი დახმარებით ტექსტის შინაარსის გააზრებულად წარმოდგენა.
|
მოსწავლეს
არ შუძლია სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტებზე დაკვირვება, მასში გადმოცემული ინფორმაციის
სწორად ამოცნობა,ილუსტრაციის ტექსტთან შედარება
და ნაწარმოების შინაარსის გაგება-აღქმა.
|
მოსწავლეს შუძლია სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტებზე დაკვირვება, ამოიცნობს მასში გადმოცემული ინფორმაციის , თუმცა
ვერ ახერხებს ილუსტრაციის ტექსტთან შედარებასა
და ნაწარმოების შინაარსის გაგება-აღქმას.
|
მოსწავლეს შუძლია სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტებზე დეტალურად
დაკვირვება, სწორად ამოიცნობს მასში გადმოცემულ
ინფორმაციას , ადარებს ტექსტს ილუსტრაციასთან,
თუმცა უჭირს ტექსტის შინაარსის გაგება და
სიღრმისეულად გააზრება.
|
მოსწავლეს
ყოველთვის ზუსტად შუძლია სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტებზე დეტალურად დაკვირვება,
სწორად ამოიცნობს მასში გადმოცემულ ინფორმაციას
, ადარებს ტექსტს ილუსტრაციასთან და გააზრებულად
ავლებს პარალელს მათ შორის, შედარებიდა და პარალელის საფუძველზე შეუძლია ტექსტის
შინაარსისსიღრმისეულად აღქმა და გაანალიზება.
|
მოძიებული მასალის გაანალიზება და
პრეზენტაციის დროს მისი გარკვევით და ნათლად გადმოცემა.
|
ვერ
მოიძიებს საჭირო მასალას, ვერ ახარისხებს და არ შეუძლია მისი წარმოდგენა აუდიტორიის
წინაშე.
|
ასრულებს
დავალებს, მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, თუმცა იგი ზედაპირულია, უჭირს მისი გარკვევით წაკითხვა და წარმოდგენა
კლასის წინაშე.
|
საფუძვლიანად იძიებს დავალებას,აანალიზებს მას, მის მიერ მოძიებული მასალა ადეკვატურია მიცემული
დავალებისა, თუმცა უჭირს გარკვევით მისი
წარმოდგენა კლასის წინაშე.
|
საფუძვლიანად
იძიებს, ეცნობა და აანალიზებს დავალებას,ამოკრებს დაახარისხებს საჭირო ინფორმაციას,
მისი საუბარი აუდიტორიის წინაშე დამაჯერებელი და ნათელია. მოძიებული მასალა გასაგებია ყველა მოსწავლისათის.
|
ჩართულობა
|
არ
არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ინერტულია და არ იჩენს ინიციატივასსხვადასხვა აქტივობების შესრულებისას
|
მეტნაკლებად
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,ცდილობს პასუხის გაცემას, თუმცა არ იჩენს ინიციატივას
აქტივობების შესრულებისას.
|
ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში, იჩენს ინიციატივას, პასუხობს კითხვებს, გამოთქვამს აზრს,თუმცა
არ გამოდის პრეზენტატორის როლში.
|
სისტემატიურად
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, სწორად პასუხობს დასმულ კითხვებს, გამოთქვამს და
ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, არის კარგი პრეზენტატორი.
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი, პირადი ნომერი: თამარ ქორიძე (01020009149)
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო საფეხური VIII1კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:28.კლასში
არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა:
„პიროვნება და ბრბო“- “მარიტასა” და „ეშმაკის ქვის“ მიხედვით.
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის
საფუძველზე უნდა შეძლონ პრობლემური
საკითხის განსაზღვრა, სიღრმისეულად გააზრება და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული
გზების მოძიება.
·
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პერსონაჟთა
თვისებების ამოცნობა-შედარება პრობლემის გააზრების მიზნით.
·
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა
წყაროს გაანალიზება, შედარება და მასში მოცემული სხვადასხვა ფაქტორის
ნაწარმოებთან დაკავშირება.
·
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ
პიროვნების ბრბოში მოხვედრისა და დაღუპვის მიზეზების გარკვევა.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის
მოსაზრებას;
·
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
·
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს,
ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრულიდაარამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
·
აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის
მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ
საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
·
პოულობს სადისკუსიო პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
ქართ. VIII. 7.
მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების ნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
·
აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების
შინაარსთან;
·
საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს
კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
№
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, სასწავლო
მეთოდს, შეფასების რუბრიკას, აღრიცხავს მოსწავლეთა
დასწრებას. მოსწავლეები წინასწარ განაწილებულია ჯგუფებად, 4 ჯგუფი.
|
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, საკლასო ჟურნალი
|
2წთ
|
2
|
წინარე ცოდნის
გააქტიურება.
მასწავლებელი რამოდენიმე კითხვით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას
ნაწარმოებებიდან: „მარიტა“ და „ ეშმაკის
ქვა“
კითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
1.რა დამოკიდებულება ჰქონდათ თანასოფლელებს მარიტას
მიმართ?
2.სოფელმა მარიტა დასაჯა, როგორ ფიქრობთ მარიტა მსხვერპლია
თუ დამნაშავე?
3.რამ შთააგონა მიხეილ ჯავახიშვილს
ამ მოთხრობის დაწერა?
4.როგორ შემოდის სოფიო მოთხრობაში, როგორ წარადგენს მას ავტორი
მკითხველის წინაშე?
5.მონაწილეობდა თუ არა სოფიო
განაჩენის აღსრულებაში?
|
კითხვა-პასუხი.
|
მთელი კლასი
|
სასკოლო სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა
|
6წთ
|
3
|
სიღრმისეილი წვდომა
პროვოცირება
ილუსტრაციების გარჩევა (დანართი N1)
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა ილუსტრაციებიდან ძირითადი მახასიათებლების გამოყენებით ამოიცნონ და განასხვავონ საზოგადოებრივი
ჯგუფი და ბრბო.
ეს აქტივობა ემსახურება ინტერესის გაღვივებას
გაკვეთილის მიმართ.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ბრბოსა და
საზოგადოებრივი ჯგუფის სურათებს და სთხოვს,დაახასიათონ თითოეული ილუსტრაცია.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები ახდენენ პრეზენტაციას და ნაშრომს
ათავსებენ დაფაზე.
შედეგად:
მოსწავლეებს
შეექმნებათ პირველადი წარმოდგენა ბრბოსადა საზოგადოებაზე, მათ დამასხასიათებელ
ნიშნებზე, რაც დაეხმარება მოსწავლეებს შემდეგი აქტივობის განხორციელებასა და
პრობლემის განსაზღვრაში, ასევე მოსწავლეები მოახდენენ ინტეგრირებას
ხელოვნებასთან.
აქტივობა-ტექსტების
ანალიზი
მოსწავლეები შესასრულებელი დავალებების მიხედვით
დაყოფილია ჯგუფებად, რომელთაც წინასწარ განესაზღვრათ დავალებები.
Iჯგუფი-საზოგადოება
აქტივობის
მიზანი-არამხატვრული
ტექტისსიღრმისეული ანალი- მახასიათებლების ამოცნობა, ღირებულებების განსაზღვრა,
რომელსაც ეფუძნება საზოგადოებრივი ჯგუფი.
აქტივობის
აღწერა-მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს სამოქალაქო
განათლებიდან ამონარიდს საზოგადოების შესახებ. მოსწავლეები გაანალიზებენ
ამონარიდს და გამოყოფენ მის მახასიათებლებს.
( დანართი N2)
შედეგად:
მოსწავლეები გააანალიზებენ ტექსტს და გამოკვეთენ საზოგადოებრივი ჯგუფის
ღირებულებებს.
II ჯგუფი-ბრბო
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ბრბოს მახასიათებლების ამოცნობა, მისი მამოძრავებელი ელემენტების
გაანალიზება და პრობლემის გამოკვეთა.
აქტივობის
აღწერა-მეორე
ჯგუფს მასწავლებელი აძლევს ფსიქოლოგის ლე ბონის ნაშრომიდან ამონარიდს ბრბოს
შესახებ. მოსწავლეები გაანალიზებენ ტექსტს და გამოყოფენ ბრბოს მახასიათებლებს,
ელემენტებს, რომელსაც ეფუძნება ბრბოს ქმედება.
( დანართი N2)
შედეგად:მოსწავლეები
გააანალიზებენ ტექსტს და გამოკვეთენ ბრბოსათვის დამახასიათებელ ნიშნებს.
IIIჯგუფი-პერსონაჟების დახასიათება
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ
შესწავლილი ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება და ერთამნეთთან შედარება.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს
ურიგდებათ ფურცლები, რომელზეც მოცემულია შესაბამისი პერსონაჟები და დახაზულია დიაგრამა, მათი დავალებაა პერსონაჟების
დახასიათება.
( დანართი N2)
სოფიო-მარიტა
სოფიოს
სოფელი- მარიტას სოფელი
შედეგად: მოსწავლეები გამოკვეთენ პერსონაჟთა
თვისებებს,იმსჯელებენ მათი ქმედების გამომწვევ მიზეზებზე, რაც დაეხმარებათ
პრობლემატურ კითხვა ზეპასუხის გაცემაში.
IV
ჯგუფი- ამონარიდების გარჩევა( ადამიანთა უფლებათა დაცვის დეკლარაცია, სოკრატეს
გამონათქვამები)
აქტივობის
მიზანი-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ
უცნობი ამონარიდების გარჩევა, საკვანძო-მამოძრავებელი ფრაზების გამოკვეთა,
ადამიანის პიროვნული თავისუფლების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მონიშვნა.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს
ურიგდებათ ფურცლები, რომელზეც მოცემულია შესაბამისი ამონარიდი ადამიანთა
უფლებათა დაცვის დეკლარაციიდან და სოკრატეს გამონათქვამები. მათ ევალებათ
გაარჩიონ ტექსტი და გამოკვეთონ ადამიანის უპირველესი უფლებები და ღირებულებები.
( დანართი N2)
შედეგად-მოსწავლეები გაიაზრებენ ადამიანის
ყველაზე დიდი მონაპოვარის-პიროვნული თავისუფლების ფასს, მის მნიშვნელობას
ადამიანის ცხოვრებაში.
|
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
მსჯელობა, დაკვირვება, ანალიზი, კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
ჯგუფური
|
დაფა, ფურცელი,ილუსტრაციები.
ფურცლები,კალამი, წიგნი-„ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია“
სასკოლობ სახელმძღვანელო-„ქართული ენა და ლიტერატურა“
სახელმძღვანელო-„სამოქალაქო განათლება“
ლე ბონის „ ბრბოს ფსიქოლოგია“
სოკრატეს ბრძნული გამონათქვამები
„სოკრატეს აპოლოგია“
დიაგრამა
|
6წთ
10წთ
|
4
|
ინფორმაციის შეჯამება,
რეფლექსია
ტექსტებზე მუშაობის შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნაშრომს
და მოახდენენ პრეზენტირებას წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციებით. (დანართი N3 კითხვები)
I
ჯგუფი:
რაზეა დაფუძნებული საზოგადოებრივი ურთიერთობები?
უღალატეს თუ არა საზოგადოებრივ ღირებულებებს სოფიომ, მარიტამ?
II
ჯგუფი:
რა არის ბრბოს საქციელის განმსაზღვრელი?
ახდენს თუ არა გავლენას ბრბოში მოხვედრა ადამიანზე? როგორ აისახა ეს
მარიტასადა სოფიოს შემთხვევაში?
III
ჯგუფი:
იყვნენ თუ არა სოფიო და მარიტა საზოგადოების ღირსეული წევრები?
განსაკუთრებით რომელი თვისება აქცევდათ მათ საზოგადოების ღირსეულ წევრად?
IVჯგუფი:
რა არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი?
განმარტე ცნება“ თავისუფალი“- რისგან შედგება იგი და რასგულისხმობს ადამინებთან
მიმართებაში? იყო თუ არა მარიტა თავისუფალი?
რა დაემართა სოფიოს პიროვნულ თავისუფლებას?
მოსწავლეები ავსებენ დაფაზე მოცემულ სქემას (დანრთი N4)
მოსწავლეები აჯამებენ საკითხს:
შედეგად: მოსწავლეები
პასუხს გასცემენ პრობლემურ კითხვას, იმსჯელებენ ადამიანის პიროვნულობის
განმსაზღვრელ თვისებებზე და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.
შეფასება-განმსაზღვრელი,
განმავითარებელი( სიტყვიერი კომენტარი)
|
კითხვა- პასუხი, მსჯელობა
|
საერთო საკლასო
|
კოგნიტური სქემა, ფურცლები, მაგნიტები
|
15წთ
4წთ
|
5
|
საშინაო დავალება
დაწერონ ესსე:“ რა გვიწყობს
ხელს პიროვნებად ჩამოყალიბებაში“
|
საერთო საკლასო
|
2წთ
|
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
3-4
არადამაკმაყოფილებელი
|
5-6
დამაკმაყოფილებელი
|
7-8
საშუალო
|
9-10
კარგი
|
პრობლების
არსის განსაზღვრა ტექსტის მიხედვით, სიღრმისეულად გააზრება და პრობლემის გადაჭრის
ალტერნატიული გზების ძიება
|
მოსწავლე
ვერ ამოიცნობს და ვერ გამოკვეთს ტექსტებიდან პიროვნულ პრობლემას, არ შეუძლია მხატვრული და არამხატვრული
ტექსტის გაანალიზება, და ალტერნატიული გზების მოძიება.
|
მსჯელობს
ზედაპირულად, ნაწილობრივ აანალიზებს ტექსტს. თუმცა უჭირისპრობლემის გამოკვეთა შესაბამისად ვერ ახერხებს ალტერნატიული გზების დასახელებას.
|
განსაზღვრავს
პრობლემის არსს, შეუძლია გაიაზროს,სიღრმისეულად გაარჩიოს მხატვრული და არამხატვრული
ტექსტები და გამოიტანოს დასკვნები, პრობლემის გამოკვეთის შემდეგ უჭირს მისი გადაჭრის
ალტერნატიული გზების პოვნა.
|
ყოველთვის
ზუსტად განსაზღვრავს პრობლემის არსს, შეუძლია გაიაზროს,სიღრმისეულად გაარჩიოს მხატვრული
და არამხატვრული ტექსტები და გამოიტანოს დასკვნები, პრობლემის გამოკვეთის შემდეგ
პოულობს მისი გადაჭრის ალტერნატიული გზებს.
|
მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გაანალიზება, შედარება და მასში მოცემული სხვადასხვა
ფაქტორის ნაწარმოებთან დაკავშირება.
|
ვერ
აანალიზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, ვერ გამოკვეთს ბრბოსა და საზოგადოების მნიშვნელოვან ასპექტებსა.
|
ზედაპირულად
ეცნობა
ტექსტს, ჭირს ანალიზი, ცდილობს გამოყოს ბრბოსა და საზოგადოებრივი ფაქტორები,
უჭირისპერსონაჟთა დახასითება/შედარება.
|
საფუძვლიანად ეცნობა და აანალიზებს ტექსტს, აკვირდება და გამოყოფს
ბრბოსა და საზოგადოებრივ ფაქტორებს, ახასიათებს პერსონაჟებს და ადარებს მათ, თუმცა
უჭირს არგუმენტირება და ტექსტთან დაკავშირება.
|
ყოველთვის
საფუძვლიანად ეცნობა და აანალიზებს ტექსტს,
სიღრმისეულად აკვირდება და გამოყოფს ბრბოსა და საზოგადოებრივ ფაქტორებს, არგუმენტირებულად
ახასიათებს პერსონაჟებს და ადარებს მათ.სწორად აკავშირებს პერსონაჟის მთავარ ღირებულებებს
ნაწარმოებში გამოკვეთილ პრობლემასთან.
|
ჩართულობა
|
არ
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, მაგრამ არ იჩენს ინიციატივასსხვადასხვა აქტივობების
შესრულებაში
|
თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან, წვლილი შეაქვს ჯგუფის მუშაობაში, თუმცა არ იჩენს ინიციატივას აქტივობების
შესრულებისას.
|
თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან, იჩენს ინიციატივას, გამოთქვამს აზრს, თუმცა არ გამოდის პრეზენტატორის
როლში.
|
სისტემატიურად
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, ჩართულია
სხვადასხვა აქტივობებში, არის კარგი პრეზენტატორი.
|
პროვოცირების ფაზა დანართი N1
საზოგადოება არის პიროვნებების, მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული
ორგანიზაციებისა და ჯგუფების სფერო, რომელიც კანონით დაცულია სახელმწიფოს მხრიდან.ამ
სფეროში ადამიანთა ურთიერთობა ერთმანეთთან დამოკიდებულია შემდეგ პრინციპებზე: თანასწორობა,
პირადი თავისუფლება, ურთიერთპატივისცემა. მხოლოდ საზოგადოებაში არის შესაძლებელი პიროვნების
თავისუფალი და სრული განვითარება. საზოგადოებაში
ყოფნა ითვალისწინებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.სამოქალაქო
საზოგადოების ხასიათი ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას
უფრო წარმატებულს ხდის, ასეთი ყოფნა უსაფრთხოა, მოუთოკავი ძალადობისაგან თავისუფალია,
სხვა სიტყვებით ცივილიზებული.
ბრბო
ბრბო არის ინდივიდების შეკრება, განურჩევლად მათი ეროვნებისა,
პროფესიისაან სქესისა.ბრბოში პიროვნება ქრება და იქცევა კოლექტიური სურვილების მქონე
მიმართულების ნაწილად.ბრბოს არასოდეს შეუძლია შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც
მისგან ამაღლებულ გონებას მოითხოვს.ბრბოში ხდება არა ჭკუის, არამედ სისულელის დაგროვება
და მას შეუძლია დამანგრეველი როლი ითამაშოს.ის იძენს ისეთ ინსტიქტებს, რომელიც მარტო
მყოფს არასოდეს ექნება.ბრბოს უქრება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ცალკე მასაუცილებლად
აქვს.ბრბოს ხასიათი გადამდებია, ჰიპნოზური მოვლენაა.მას ყოველთვის ჰყავს წინამძღოლი,
რომელსაც ბრბოს ინდივიდი ემორჩილება. ბრბოს ინდივიდი ვერ აცნობიერებს თავის საქციელს.
იგი აღარ ეკუთვნის თავის თავს.ბრბოსათვის დამახასიათებელია მრისხანება.
პერსონაჟის დახასიათება
მარიტა-სოფიო
მარიტას სოფელი-სოფიოს სოფელი
ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია
მუხლი 1
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
მუხლი 2
ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება
მინიჭებული
უნდა
ჰქონდეს
ყოველ
ადამიანს
განურჩევლად
რაიმე
განსხვავებისა,
სახელდობრ,
რასის,
კანის
ფერის,
სქესის,
ენის,
რელიგიის,
პოლიტიკური
თუ
სხვა
წმენის,
ეროვნული
თუ
სოციალური
წარმომავლობის,
ქონებრივი
თუ
სხვა
მდგომარეობისა.
მუხლი 3
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 5
არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების
დამამცირებელი
მოპყრობა
და
სასჯელს
მუხლი 7
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად
იყოს
დაცული
კანონის
მიერ.
სოკრატე
ძლიერი გონების პატრონნი იდეებზე
მსჯელობენ, საშუალო გონებისანი მოვლენებზე, სუსტნი კი ხალხზე.
ყველა ადამიანის სული უკვდავია, მაგრამ
სამართლიანი ადამიანის სული უკვდავიცაა და ღვთაებრივიც.
მას ვისაც არ შეუძლია საზოგადოების
ნაწილი იყოს და იცხოვროს მის გვერდით, ანდა ვინც თვლის რომ ამის საჭიროება არ გააჩნია
და მხოლოდ საკუთარი თავით კმაყოფილდება, ის ან მხეცია ანდა ღმერთი.
გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ,
იმას აღწევ.
დანართი N3
I ჯგუფი:
რაზეა დაფუძნებული საზოგადოებრივი ურთიერთობები?
უღალატეს თუ არა საზოგადოებრივ ღირებულებებს სოფიომ,
მარიტამ?
II ჯგუფი:
რა არის ბრბოს საქციელის განმსაზღვრელი?
ახდენს თუ არა გავლენას ბრბოში მოხვედრა ადამიანზე?
როგორ აისახა ეს მარიტასა და სოფიოს შემთხვევაში?
III ჯგუფი:
იყვნენ თუ არა სოფიო და მარიტა საზოგადოების ღირსეული
წევრები?
განსაკუთრებით რომელი თვისება აქცევდათ მათ საზოგადოების
ღირსეულ წევრად?
IVჯგუფი:
რა არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი?
განმარტე ცნება“ თავისუფალი“- რისგან შედგება იგი და
რასგულისხმობს ადამინებთან მიმართებაში? იყო
თუ არა მარიტა თავისუფალი? რა დაემართა სოფიოს პიროვნულ თავისუფლებას?
პრობლემა დანართი N4
რატომ შეეწირნენ
მარიტა და სოფიო ბრბოს?
|
მოსწავლეები ასახელებენ მიზეზებს.
მიზეზები
სავარაუდო პასუხები:
დაკარგა განსჯის უნარი
დაკარგა პიროვნულობა
მან დაიწყო მოქმედება ინსტიქტით
დაიკარგა
პირადი შეუხებლობისა და ემპათიის შეგრძნება.
პრობლემის
გადაჭრის გზა
როგორ
უნდა იქცეოდეს პიროვნება, იცხოვროს ადამიანმა, რომ საზოგადოების ღირსეული წევრი
გახდეს?
No comments:
Post a Comment