კარი III - საგნობრივი
სასწავლო გეგმები
- წლიური პროგრამები კლასების
მიხედვით
თავი XX. სახელმწიფო
ენა - წლიური
პროგრამები კლასების მიხედვით
მუხლი 82. ქართული ენისა და ლიტერატურის წლიური პროგრამები
ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებით საფეხურზე
I
კლასი
საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი
შეფასების ინდიკატორები
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
|
|
სტანდარტის შედეგები
|
I კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო
ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
|
მოსწავლე:
Ø სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø გასაგებად გამოხატავს
სათქმელს;
Ø გადმოსცემს ფაქტებს;
Ø საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
Ø ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ
და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).
|
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
|
მოსწავლე:
Ø ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
Ø ამოიცნობს ზღაპარს დასაწყისისა და დასასრულის ფორმულების
მიხედვით („იყო და არა იყო რა“; „ჭირი იქა, ლხინი აქა“...);
Ø ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების
თანამიმდევრობას ტექსტში;
Ø ამოიცნობს კონკრეტულ
ინფორმაციას;
Ø აკავშირებს ერთმანეთთან
ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად);
Ø ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი,
გაკვირვებული და ა. შ.);
Ø ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს
მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
Ø გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (მარტივი
საყრდენების გამოყენებით ან მათ გარეშე).
|
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,
მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
|
მოსწავლე
Ø იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს, ცდილობს ახსნას, რით ჰგავს იგი მოსმენილს;
Ø აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
Ø აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა), ცდილობს
ნათქვამის ახსნას.
|
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის
საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს/ მარცვლებს სიტყვაში;
Ø განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
Ø ადეკვატურად იყენებს
აქტიურ ლექსიკას;
Ø პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
Ø მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას,
შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას;
Ø იყენებს საკავშირებელ სიტყვებს (და, რომ, მაგრამ...);
Ø ამოიცნობს და სათანადოდ იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს
(მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მადლობის გადახდა და ა. შ.);
Ø წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი
ინტონაციით;
Ø თავს არიდებს პარაზიტი ჩანართების („ესე იგი“, „დიახ“,
„მნა-მნა“...) გამოყენებას სამეტყველო პაუზების დროს;
Ø მეტყველებს გაბმულად (შეფერხებების გარეშე), მკაფიოდ და გასაგებად.
|
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე
Ø სვამს შეკითხვებს უცნობი
სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø მიზნის შესაბამისად
იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ სქემას,
ინსტრუქციასა და სხვ.).
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø სიტუაციური/როლური თამაშები, ჯგუფური აქტივობები
(მოსწავლეთათვის სხვადასხვა
სამეტყველო როლის შეთავაზებით);
Ø ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)
ნაცნობი ტექსტის/თემის შესახებ;
Ø თხრობა, საუბარი კონკრეტულ
ფაქტებზე წინასწარ მიცემული მარტივი გეგმის/ინსტრუქციის საფუძველზე (მაგ., საუბარი
ყოველდღიური საქმიანობის შესახებ რუბრიკებით: „დილა“, „შუადღე“, „საღამო“);
Ø პერსონაჟის განსახიერება
(შესაბამისი ხმის ტემბრით, ჟესტებით, მიმიკით, ინტონაციით, რიტმული მოძრაობებით)
და/ან განსახიერებული პერსონაჟის ამოცნობა;
Ø ილუსტრაციის აღწერა
მოქმედების დასახელებით, საგნებისა და მათი განლაგების (წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ) აღნიშვნით;
Ø მოსმენილი ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების მიხედვით ილუსტრაციების შექმნა და დასათაურება
Ø და სხვა.
|
საგნობრივი პროგრამა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
2.
საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)
საბაზო სწავლება მოიცავს სამწლიან ციკლს. საბაზო საფეხურზე ღრმავდება ის საგნობრივი ცოდნა
და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე. სწავლების ამ ეტაპზე
მოსწავლე ავლენს მიდრეკილებას ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნებისადმი. აქედან
გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში აქცენტები კეთდება ისეთ მასალაზე,
რომელიც შეიცავს პრობლემას (პრობლემებს), განსხვავებულ თვალსაზრისებს და მოითხოვს ამ
პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას, თვალსაზრისების შეჯერებასა და საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვას.
საბაზო
საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
· სხვადასხვა
სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
· ტექსტის
ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი
სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
· სხვადასხვა
სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული,
პუბლიცისტური, საქმიანი
და
სხვ.), სტილისა
და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
· ტექსტის
სტრუქტურაში გარკვევა და ტექსტის ნაწილებს შორის კავშირის გააზრება;
· სხვადასხვა
სირთულისა და სხვადასხვა
სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის,
ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად
და დასახვეწად.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
· საკუთარი
კომუნიკაციური ქცევის ადეკვატურად შეფასება და
სათანადოდ წარმართვა;
· იმ
უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში
კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი
აზრის გამოთქმისას;
· ტექსტის
წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება;
· სხვადასხვა
ხასიათის ზეპირი და წერილობითი ტექსტების საკომუნიკაციო მიზნის ამოცნობა და ამ კუთხით
ტექსტის ეფექტურობის შეფასება;
· საკომუნიკაციო
მიზნის გათვალისწინებით, ფუნქციური სტილის
მართებულად შერჩევა
წერის
დროს; საკუთარი
ნაწერის რედაქტირება და კორექტირება.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
· მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის
შეფასება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული
მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;
·
სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში
გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
· ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების მრავალმხრივი
და არასტერეოტიპული ინტერპრეტაცია;
· სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღქმა-გააზრება
ლიტერატურულ ნაწარმოებებში;
· ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანის შემეცნებითი,
შემოქმედებითი და ეთიკური განვითარებისათვის;
· შეთხზვა
წერილობითი ტექსტებისა, რომლებშიც
მჟღავნდება მოსწავლის ლიტერატურული გემოვნება, შემეცნებითი ინტერესები, შემოქმედებითი უნარები.
3.
საშუალო საფეხური (X-XII კლასები)
საშუალო საფეხური საქართველოში
სწავლების სამწლიან ციკლს ითვალისწინებს (X-XII კლასები). საშუალო საფეხური სავალდებულო
არ არის და, ფაქტობრივად, მოსწავლის უმაღლესი სკოლისთვის მომზადებას ემსახურება. სწავლების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია დაეუფლოს
ნებისმიერ პროფესიას, სრულფასოვანი, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს
უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის
გაგება, ანალიზი
და შეფასება:
· სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის,
ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;
· ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;
· წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი
და სინთეზი);
· ტექსტების სახეების ამოცნობა და
განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
· ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების
გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
· სხვადასხვა ტიპისა და სტილის ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის,
პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
· იმ საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას;
საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემაზე კამათის
წარმართვას;
· სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი
ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
· წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის,
აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
· კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება,
კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;
· სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის
ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის შეთხზვა.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
· არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ
ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების
შესახებ;
· ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების
ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
· ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების
ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
· სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ
კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
· სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის
პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
· წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი
დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
· ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და
უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება.
დ) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ორგანიზება
ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლება იწყება პირველი
კლასიდან და გრძელდება მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
საგნობრივი
პროგრამის სტრუქტურა
საგნობრივი პროგრამა მოიცავს თითოეული კლასის ბოლოს მისაღწევ შედეგებსა და ამ შედეგების შესამოწმებელ ინდიკატორებს. შედეგები და ინდიკატორები
დალაგებულია სამი ძირითადი მიმართულების (ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის) მიხედვით;
ეს არის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები. თითოეულ მიმართულებაში
3-დან 7-მდე შედეგია. ინდიკატორთა რაოდენობა არ არის შეზღუდული და მერყეობს 2-დან 20-მდე. ინდიკატორები
სხვადასხვა სირთულისაა და, შესაბამისად, დასაშვებია მათი არა სრულად, არამედ ნაწილობრივად დაფარვა, რაც
აისახება კიდეც მოსწავლეთა შეფასებაში.
თითოეული კლასის საგნობრივ
პროგრამას ახლავს პროგრამის შინაარსი; მასზე დაყრდნობით შესაძლებელია სტანდარტში მოცემული შედეგების
მიღწევა. პროგრამის შინაარსში გაწერილია კონკრეტული საკითხები (მასალა) საგნობრივი
მიმართულებების მიხედვით.
ქართული ენისა და ლიტერატურის
პროგრამის შინაარსში წარმოდგენილია ასევე იმ ნაწარმოებთა ჩამონათვალი,
რომელთა შესწავლა სავალდებულოა და რომელიც შეადგენს მთლიანი პროგრამის 60 პროცენტს.
დანარჩენ მასალას (მთლიანი პროგრამის 40 პროცენტს) შეარჩევს მასწავლებელი
და/ან სახელმძღვანელოს
ავტორი.
ე) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების
განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას.
ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება
(ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული
ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.
უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები:
· ზეპირმეტყველება. ეს
მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია:
მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო
ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული
განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების
ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების,
აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს
უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას.
· კითხვა.
კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ
პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან
ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის,
მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ
უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები,
რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება,
კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის
ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური
საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა,
მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა
ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
· წერა.
ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება
პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა
და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური
საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის
შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს,
აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.
საგნობრივი მიმართულებები
ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის
ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს.
·
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, როგორც
აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი
საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები
ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური
ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების
დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი
კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ
დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში
ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ
სამეტყველო სიტუაციას.
·
ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს
მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად
შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ
გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა
და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
·
მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა
ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური - ინდივიდუალური და შემოქმედებითი - პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას,
მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა
წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.
v პიროვნებაზე
ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული
ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ
ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე
გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული
სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან
ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს
შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.
No comments:
Post a Comment